ზოგადი პირობები

თქვენ იმყოფებით HappyPrinting-ის ვებსაიტზე და იცავთ ჩვენს ზოგად პირობებს.

 

სარჩევი:

1. კომპანიის შესახებ

2. საავტორო უფლებები

3. საიტის გამოყენება

4. სამუშაო ვადები

5. ფერის შერჩევა და დადასტურება

6. გადახდა

7. შეკვეთის ცვლილება / გაუქმება

8. დაბრუნების პირობები

9. გაორმაგებული შეკვეთები

10. ხელახლა დაბეჭდვა

11. საჩივრები

12. ბლოგი, სოციალური ქსელები და მომხმარებლის კომენტარები

13. ცვლილებები ზოგად პირობებში

 

1. კომპანიის შესახებ

HappyPrinting GE

ჩუბინაშვილის ქუჩა, N50

0164 თბილისი

საქართველო

 

ტელეფონის ნომერი: (+995) 558 920 288

სამუშაო დღეები : ორშაბათი-პარასკევი 10:00-19:00

ელ-ფოსტა : info@happyprinting.ge

 

2. საავტორო უფლებები

საავტორო უფლება დაცულია მსოფლიო მასშტაბით. აკრძალულია პირადი მიზნებისთვის ნებისმიერი დოზით კომპანიის საკუთრების გამოყენება, გარდა შემთხვევებისა, რომლებიც დაკავშირებულია კომპანიის შიდა პროდუქტებთან, მომხმარებლებთან და შეკვეთებთან. ასევე არსებობს გამონაკლისები, რომლებსაც ზოგად დებულებაში განვიხილავთ.

 

3. საიტის გამოყენება

გეძლევათ წვდომა საიტზე, მის რესურსებსა და ინფორმაციაზე. მიღებული ინფორმაცია/რესურსები გამოყენებულ უნდა იქნეს მხოლოდ და მხოლოდ კომპანიაში შემოსული შეკვეთების მიღებისთვის, შეფასებისთვის, მომზადებისთვის და გადახედვისთვის. ამ ინფორმაციის ნებისმიერი სხვა მოტივით გამოყენება აკრძალულია.

ზოგადი დებულებიდან გამომდინარე, თქვენ პასუხისმგებელი ხართ თქვენი პაროლის უსაფრთხოებაზე, გაკეთებულ შეკვეთებზე და ყველა სხვა ქმედებაზე, რომელიც თქვენი ანგარიშიდან განხორციელდება.

 

4. სამუშაოს ვადა / სამუშაოს დაწყება

სამუშაოს შესრულება დაწყებულად ითვლება თქვენს მიერ მოწოდებული სამუშაო ფაილების დადასტურების შემდგომ. გაითვალისწინეთ: თუ თქვენი ფაილი ვერ აკმაყოფილებს დასაბეჭდად მოთხოვნილ სტანდარტებს, თქვენი შეკვეთა გამოცხადდება "შეჩერებულად" და სამუშაო ვადა აითვლება თავიდან.

სამუშაო დღეები განისაზღვრება ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით. შაბათი, კვირა და დასვენების დღეები არ იანგარიშება სამუშაო ვადის განსაზღვრაში.

ვთანხმდებით, რომ HappyPrinting არ არის პასუხისმგებელი მიწოდების დაგვიანებაზე შემთხვევებში, რომლებიც გამოწვეულია ამინდის ცვლილებით, სატრანსპორტო კომპანიის შეფერხებით, საერთაშორისო შეზღუდვებით ან სხვა კომპანიისგან დამოუკიდებელი მიზეზებით. HappyPrinting არ არის პასუხისმგებელი გარეშე პირის მხრიდან ტვირთის არასწორად ჩაბარებაზე ან დაზიანებული ტვირთის ჩაბარებაზე.

როდესაც ტვირთი ვერ ჩაბარდება სამუშაო ვადაში მიზეზით, რომელიც გამოწვეულია მომხმარებლის მხრიდან არასწორად მითითებული მისამართით, HappyPrinting შეეცდება ტვირთი სწორ მისამართამდე მიიტანოს ( ასეთ შემთხვევაში შესაძლებელია მიტანის ხარჯები გაიზარდოს).

 

5. ფერის დასმა და ვალიდაცია

HappyPrinting არ არის პასუხისმგებელი თუ ეკრანზე ნაჩვენები გამოსულახულების ფერები არ დაემთხვევა დაბეჭდილი პროდუქტის ფერებს. დიზაინის ვალიდაცია ადასტურებს დიზაინის ფორმას, ტექსტის სიზუტეს, სურათების პროპორციას და ადგილს, მაგრამ არა ფერებს და მათ სიმკვრივეს.

 

6. გადახდა

საბოლოო ინვოისი, რომელიც მოიცავს მიტანის ღირებულებას გადახდილი უნდა იქნეს შეკვეთის მიღებისთანავე ( გამონაკლისი გადახდის ტიპებია "გადაიხადე შეკვეთის დასრულებისას" ან "გადაიხადე ჩაბარებისას"), წინააღმდეგ შემთხვევაში სამუშაო ვერ დაიწყება.

 

7. შეკვეთის ცვლილება ან გაუქმება

HappyPrinting-ის მიერ გაწეული სამუშაო მრავალმხრივი და შრომატევადია. მკაცრად ვიცავთ სამუშაო ვადებს და შეკვეთის დამუშავებას ვიწყებთ შეკვეთის მიღებისთანავე. მუშაობის პროცესში შეკვეთაში ცვლილებების შეტანა მომხმარებლის მხრიდან შესაძლებელია მხოლოდ ზოგიერთ შემთხვევაში. შეკვეთის გაუქმება და თანხის დაბრუნება არ მოხდება შეკვეთებზე, რომლებიც ბეჭდვაზეა გადაცემული.

თუ გსურთ შეკვეთის შეცვლა ან გაუქმება, პირველ რიგში უნდა დაგვიკავშირდეთ ტელეფონზე ან ელ-ფოსტაზე. პასუხს თქვენს მოთხოვნაზე მიიღებთ იმავე დღეს.

თუ შეკვეთის გაუქმების მოთხოვნაზე პასუხი დადებითია, თანხის დაბრუნებამდე თქვენს მიერ გადახდილი თანხიდან შესაძლებელია გამოიქვითოს უკვე ჩატარებული ადმინისტრაციული შრომის ხარჯები.

 

8. თანხის დაბრუნების შესახებ

ჩვენი ბიზნესის სპეციფიკიდან გამომდინარე, HappyPrinting სამუშაოს შესრულებას იწყებს შეკვეთის მიღებისთანავე. შეკვეთის გაუქმება და თანხის დაბრუნება მოხდება მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ საბეჭდი ფაილები ჯერ კიდევ არ არის გადაცემული პრინტერზე, ან გაუქმებაზე მოთხოვნა მოვა შეკვეთის გაკეთების დღესვე. გაუქმების ოპერაციას თან ახლავს გაუქმების საკომისიო.

 

გაორმაგებული შეკვეთები

HappyPrinting არ არის პასუხისმგებელი შემთხვევაზე, როდესაც ერთი და იგივე შეკვეთა ორჯერ არის შემოსული მომხმარებლის მხრიდან.

 

10. ხელახლა დაბეჭდვა

მიზეზით, რომ დამზადებული ნებისმიერი შეკვეთა უნიკალურია (ჩვენთან შექმნილია) და არ გააჩნია გადასაყიდი ღირებულება, მისი ფასი ხდება შეკვეთის ღირებულება.

თუ ჩვენი მხრიდან იქნება დაშვებული შეცდომა, რომელიც პროდუქტის ავკარგიანობაზე იქონიებს გავლენას, HappyPrinting თავიდან დაბეჭდავს პროდუქტს ყოველგვარი დამატებითი გადასახადის გარეშე.

 

11. საჩივრები

ნებისმიერი სახის საჩივარი უნდა მოგვაწოდოთ პროდუქტის ჩაბარებიდან 48 საათის განმავლობაში, რათა ხელახლა მოხდეს დაბეჭდვა და გამოგზავნა, დამატებითი ხარჯების გარეშე. ეს არის შემთხვევა, როდესაც პროდუქტს აღმოაჩნდება ქარხნული დეფექტი ან შეცდომა. HappyPrinting იტოვებს უფლებას თავად განსაზღვროს რა არის ბეჭდვითი შეცდომა ან დეფექტი.

 

12. ბლოგი, სოციალური ქსელები და მომხმარებლის კომენტარები

ჩვენ ვიტოვებთ უფლებას მოვხსნათ არალეგალური და შეუსაბამო კონტენტი ჩვენი ბლოგიდან, სოციალური ქსელებიდან ან ვებ-საიტიდან.

 

13 .ცვლილებები ზოგად დებულებაში

HappyPrinting უფლებას იტოვებს ნებისმიერ დროს შეცვალოს (დაამატოს ან ამოიღოს) განსაზღვრებები ზოგადი დებულებიდან. ცვლილებები ძალაში შევა მისი ვებ-საიტზე (ბლოგი, სოციალური ქსელი) გამოქვეყნებისთანავე.

HappyPrinting უფლებას იტოვებს ნებისმიერ დროს შეცვალოს (დაამატოს ან ამოიღოს) განსაზღვრებები ზოგადი დებულებიდან. გთხოვთ გაეცნოთ ზოგადი დებულების ტექსტს ვებ-საიტზე შესვლისთანავე.