კონფიდენციალურობის პოლიტიკა

HappyPrinting იძლევა გარანტიას,რომ დაიცავს ვებ-საიტზე არსებულ მომხმარებელთა ინფორმაციის კონფიდენციალურობას. ჩვენ ყოველთვის ვიცავთ კონფიდენციალურობის პოლიტიკას "მონაცემთა ზოგადი დაცვის რეგულაციის" მიხედვით. პირადი ინფორმაცია მომხმარებელზე გამოყენებულ იქნება, მხოლოდ შეკვეთის მომზადებისთვის, სწრაფად და საიმედოდ. ყველა დანარჩენ შემთხვევაში, პირადი ინფორმაციის გამოყენება მოხდება მომხმარებელთან შეთანხმებით, როგორიც არის "სიახლეების მიღების" შემთხვევა.

 

მონაცემების გამოყენება

Happyprinting იყენებს თქვენს პერსონალურ მონაცემებს თუ:

  • თუ თქვენ განათავსებთ შეკვეთას ან მოითხოვთ ფასის შეთანხმებას. ამ შემთხვევაში დაგვჭირდება თქვენი სახელი, ელ-ფოსტა, ჩაბარების/ინვოისის მისამართი ან ტელეფონის ნომერი იმისათვის, რომ შევასრულოთ შეკვეთა, შევათანხმოთ ფასი და დაგიბრუნოთ პასუხი მუშაობის პროცესში.
  • თუ თქვენ განათავსებთ შეკვეთას HappyPrinting-ში, ჩვენ შევინახავთ თქვენს მონაცემებს დაცულ სერვერზე (სურვილის შემთხვევაში). თქვენ შეგიძლიათ სისტემაში დაამახსოვროთ საკუთარი მონაცემები, რათა თქვენი სახელის, ტელეფონის, ელ-ფოსტის, ჩაბარების/ინვოისის მისამართის შეყვანა არ მოგიწიოთ სათითაოდ ყველა შეკვეთაზე.
  • იმისათვის,რომ თქვენი ურთიერთობა კომპანიასთან იყოს მაქსიმალურად სასიამოვნო და მომხმარებელზე ორიენტირებული, თქვენი თანხმობით ვინახავთ პერსონალურ დეტალებს, მაგალითად შეკვეთების სიას, გამოყენებულ სერვისებს და თქვენს მოქმედებებს ვებ-საიტზე.
  • ჩვენ ვიყენებთ თქვენს ელ-ფოსტას, რათა მოგაწოდოთ ინფორმაცია ჩვენი ვებ-საიტის სიახლეებზე, სპეციალურ შეთავაზებებზე, პროდუქტებზე და აქციებზე. ზემოთ აღნიშნული ქმედება ხორციელდება თქვენთან შეთანხმებით. თუ თქვენ გადაწყვეტთ, რომ არ გინდათ მიიღოთ სიახლეები, შეგიძლიათ ამოეწეროთ გამომწერების სიიდან ვებ-საიტის ან ელ-ფოსტაზე მოსულ წერილში არსებული ბმულის საშუალებით.
  • Happyprinting მოახდენს თქვენი პერსონალური ინფორმაციის გამხელას გარეშე (მესამე) პირზე, მხოლოდ და მხოლოდ შემთხვევებში, რომლებიც დაკავშირებულია შეკვეთის მომზადება/ჩაბარებასთან.
  • ინფორმაციას იმის შესახებ, თუ როგორ მოიხმარს მომხარებელი ჩვენს ვებ-საიტს და როგორ აფასებს მას, ვიყენებთ იმისთვის რომ გავაუმჯობესოთ ჩვენი სერვისები.
  • თუ გადაწყვეტთ რომ შეაფასოთ ჩვენი სერვისები, გთხოვთ შეფასების წერილს დაურთოთ თქვენი სახელი ან სხვა პერსონალური ინფორმაცია. მომხმარებლის კომენტარები ჩვენთვის ძალზე მნიშვნელოვანია, თუმცა ვიტოვებთ უფლებას არ გამოვაქვეყნოთ ისინი იმ შემთხვევაში, როდესაც კომენტარები არ შეესაბამება ჩვენი კომპანიის ზოგად დებულებას.
  • თუ გსურთ ჩაერთოთ ჩვენს სარეკლამო გეგმაში ან შეთავაზებაში, გთხოვთ დააფიქსიროთ თქვენი სახელი და ელ-ფოსტა. თქვენს მიერ მოწოდებული ინფორმაცია გამოყენებული იქნება იმ მიზნით, რომ გამოვავლინოთ გამარჯვებული ან შევაფასოთ მომხმარებლის აქტივობა სარეკლამო კამპანიის დროს.
     

HappyPrinting არ გაასხვისებს თქვენს მონაცემებს

პერსონალური მონაცემების გასხვისება არ მოხდება გარეშე (მესამე) პირზე. პერსონალური მონაცემების გასხვისება მესამე პირზე შესაძლებელია მოხდეს იმ შემთხვევაში, როდესაც მესამე პირი ჩართულია შეკვეთის მომზადებაში ან თქვენს მიერ მოთხოვნილი საბოლოო ფასის რეგულაციაში. ჩვენი თანამშრომლები და გარეშე პირები, რომლებსაც ექნებათ წვდომა მომხმარებლის პირად ინფორმაციაზე, ვალდებულნი არიან დაიცვან კონფიდენციალურობის პოლიტიკა.

 

ქუქი-ფაილების გამოყენება

ქუქი-ფაილები არის კომპაქტური ინფორმაცია, რომელსაც ინტერნეტ წვდომის პროგრამა ინახავს მომხმარებლის კომპიუტერში ვებ-საიტზე წვდომისას.

HappyPrinting იყენებს "ქუქებს", რათა ამოიცნოს მომხმარებლის დაბრუნება ვებ-საიტზე. "ქუქები" საშუალებას გვაძლევს გავაანალიზოთ მომხმარებლის ქცევა ჩვენს ვებ-საიტზე, მიზნით, რომ ჩვენი სერვისი გავხადოთ მომხმარებლისთვის მეტად სასიამოვნო. სურვილის შემთხვევაში შეგიძიათ დაბლოკოთ "ქუქები" ინტერნეტ წვდომის პროგრამის საშუალებით.

 

შეკითხვა გაქვთ?

თუ გაქვთ შეკითხვები HappyPrinting კონფიდენციალურობის პოლიტიკაზე, შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ. ჩვენი ოპერატორები დაგეხმარებიან აკონტროლოთ თქვენი პერსონალური მონაცემები ჩვენს ვებ-საიტზე - წაშალოთ, შეცვალოთ ან დაამატოთ.

 

ცვლილებები კონფიდენციალურობის პოლიტიკაში

ამ გერდზე თქვენ ნახავთ კომპანიის კონფიდენციალურობის პოლიტიკის ტექსტის უახლეს ვერსიას.