მიწოდების პირობები

დარწმუნდით, რომ დასაბეჭდი ფაილები ემთხვეოდეს ჩვენს მოთხოვნებს ტვირთის მიწოდების შესახებ. ამ შემთხვევაში ტვირთი ჩაბარდება მითითებულ ვადაში.

 

ჭრა და კვეთის ზოლი (ჩარჩოზე)

ფაილები უნდა მოგვაწოდოთ 3მმ-იანი კვეთით და აღნიშნული უნდა იყოს დიზაინის ჩარჩო. დიზაინის ჩარჩო დაშორებული უნდა იყოს სამუშაო ‘ყუთს’ კუთხეებიდან იმისათვის, რომ ჩვენ მაქსიმალურად სწორად შევძლოთ კვეთა (ანუ თავიდან ავიცილოთ ზედმეტი თეთრი ადგილები დაჭრილ, საბოლოო პროდუქტში).

 

დოკუმენტის ჩარჩოები

Adobe პროგრამის დახმარებით, შეგიძლიათ გამოიყენოთ სხვადასხვა ჩარჩოს ფორმები. თითოეულ ამ ჩარჩოს აქვს სხვადასხვა ფუნქცია.

Cropbox: ხილვადობის ველი. ამ ჩარჩოს გარეთ დატოვებული დიზაინი ჩვეულებრივ არ ჩანს PDF ფაილში.
Bleedbox: კვეთის ხაზი, გამოიყენება ჭრისთვის. ჩვენი სტანდარტებით კვეთის ხაზი უნდა იყოს მინიმუმ 3მმ. თეორიულად კვეთის ხაზი შესაძლებელია აღმოჩნდეს Cropbox-ის გარეთ.
Trimbox: ეს ველი დასრულებული ფორმატის ზღვარია და მას ასევე ეწოდება “ციფრული ჭრის ხაზი". მრავალი სისტემა იღებს მას , როგორც ძირითად ფორმატს. როდესაც ტრიმბოქსი ხილვადია, თქვენ ავტომატურად ხედავთ კვეთის ხაზებს.
Mediabox: მედიაყუთი, ყველაზე მნიშვნელოვანი ფორმატი სამუშაო ჩარჩოში. დარწმუნდით, რომ ამ ველში ყველა კომპონენტი გამართულია. ძირითად შემთხვევებში მედიაყუთის საზღვრები 5მმ-ით არის დაშორებული დიზაინის ჩარჩოდან.
 

გაფართოება

რეკომენდირებულია თუ გამოიყენებთ მაღალი გარჩევადობის სურათებს (არ იგულისხმება შემთხვევები, როდესაც "დაბალი გარჩევადობა" დიზაინის ნაწილია). ბეჭდვისას რეკომენდირებულია მინიმუმ 300 DPI გაფართოების სურათები.

დიზაინი ისეთი სურათებისთვის, რომლებიც გამოსაჩენ ადგილზე უნდა დამაგრდეს მანძილიდან, მაგალითად: პოსტერები, სარეკლამო ბანერები, საგზაო ნიშნები , შეგიძლიათ მოგვაწოდოთ უფრო დაბალი DPI-ში (მინიმუმ 150 DPI) .

 

გვერდები

დარწმუნდით რომ დიზაინის ფაილი შეიცავს ყველა გვერდს დასაბეჭდად. გვერდები უნდა იყოს გამოყოფილი ცალ-ცალკე და საკითხავი ნუმერაციით.

სპრედის სახით ფორმატირებული გვერდების დამუშავება შეუძლებელია. Happyprinting.nl ბროშურის მხარეებს თვლის 1 გვერდად და უნდა იყოს ამგვარად ფორმატირებული . მეტი თვალსაჩინოებისთვის იხილეთ ჩვენი სამუშაო ნახაზები.

 

ფერების სისტემა

დეკორატიული ან 1, 2 ან 3 ფერიანი ბეჭდვის მიზნით, ხშირად ვიყენებთ პი-ემ-ეს (PMS) ფერების სისტემას. დარწმუნდით, რომ ნამდვილად PMS იყენებთ და არა ფერების მიქსს თქვენი პალეტიდან (ეს შემთხვევა არ არის PMS). PMS ფერის არჩევის დროს პრინტერმა ზუსტად იცის რომელ ფერს იღებს ვინაიდან, მის ფერებს აქვთ უნიკალური ნომრები. შესაძლებელია PMS ფერის ჩრდილების გამოყენება. ამ შემთხვევაში საღებავის სიმკვრივე იკლებს და ფერი ხდება უფრო ნათელი. ჩრდილებისთვის, ყოველთვის შეინარჩუნეთ 1 ფერის მინიმუმ 10% იმისათვის, რომ არ დაიკარგოს ფერი.

ფერად ბეჭდვაში, ფერები კეთდება CMYK (Cyan, Magenta, Yellow, blacK) კომბინაციით. CMYK-ის შემთხვევაში თქვენ არ ხართ შეზღუდული მაქსიმუმ 4 ფერით, როგორც PMS შემთხვევაში. თქვენ გაქვთ ფერის მაქსიმუმ 280%-ის ათვისების უნარი. 280%-ის ზევით პრინტერი არ მიიღებს ფერს, რათა გამორიცხოს ფერის მაღალი ტენიანობა, რაც გავლენას იქონიებს სხვა ფერებზე და შეიძლება გამოიწვიოს უხილავი ლაქები. ყოველთვის ეცადეთ შეინარჩუნოთ 1 ფერის მინიმუმ 10% იმისათვის, რომ არ დაიკარგოს ფერი.

 

ხაზის სისქე

დარწმუნდით, რომ ხაზები და ტექსტი არ ფერმკრთალდება ან ქრება 100%-იან ხედზე (სტანდარტული ხედი).

დეკორატიული ფონტის კონტურები:

ფონტები არის განუსაზღვრელი რაოდენების, ამიტომ დიდია ალბათობა თქვენს მიერ გამოყენებული ფონტი არ გვქონდეს სტამბაში. სამწუხაროდ ასეთ შემთხვევაში, სისტემა ავტომატურად გამოიყენებს ხელმისაწვდომ ფონტს. ამან შეიძლება გამოიწვიოს არასასურველი შედეგი. გთხოვთ გაეცნოთ ჩვენს ორ რეკომენდაციას:

ფონტი გარდაქმენით ხაზებად: ასოები იცვლება ხაზებით, როგორც ჩვეულებრივი ხაზოვანი გამოსახულება. ხაზოვანი ფონტის ნაკლი ის არის, რომ მისი რედაქტირება შეუძლებელია. ასევე შეგიძლიათ მიამაგროთ გამოგზავნილ ფაილებს შესაბამისი ფონტები.
 

გამჭირვალეობა

გამჭირვალეობა შეიძლება გახდეს პრობლემატური რიგ შემთხვევებში. გამოცდილებაზე დაყრდნობით, დაპრესვის ტექნოლოგიით დაბეჭდილი პროდუქტი ერთი-ერთში ვერ გაიმეორებს დიზაინში მოთხოვნილ სტანდარტებს. გამჭირვალეობისთვის, ჩვენ გირჩევთ, რომ თუ არის საშუალება, გაასწოროთ ისინი და ისე შეაერთოთ მთავარ შრეზე. ეს ხელს შეუშლის შესაძლო, არასასურველი შედეგების დადგომას. Happyprinting არ ამოწმებს გამჭვირვალეობას. სამწუხაროდ, მხოლოდ მიწოდების შემდეგ არის ნათელი, გამოყენებულია თუ არა გამჭვირვალეობა ან / და ბეჭდური მასალა რამდენად დამაკმაყოფილებელია. Happyprinting.nl არ არის პასუხისმგებელი გამჭვირვალეობის შემოწმებაზე.

 

ოვერპრინტი

მაღალი წნევით ბეჭდვა გამოიყენება 100% K ტექსტებში. ოვერპრინტი არის გარანტი, რომ ბეჭდვისას თეთრი ზოლები არ გამოყვება ასოებს. თუ თქვენ გამოიყენებთ მაღალი წნევით ბეჭდვას სხვა ადგილებზე, ამას შესაძლოა უარყოფითი შედეგები მოჰყვეს. Adobe Acrobat-ის (არა Adobe Reader) გამოყენებით ადვილად დაადგენთ ოვერპრინტს თქვენს ფაილში.

 

ჩარჩოები

დოკუმენტში არსებული ჩარჩოები ( ჩარჩოები, ხაზები, კვეთის ხაზები) დაიბეჭდება მხოლოდ სიტყვიერი შეთანხმების შემდეგ. სამწუხაროდ პატარა გადასვლებით ჩარჩოდან შესაძლებელია ნაბეჭდი აღარ გამოვიდეს ისეთი, როგორიც გსურდათ.

 

ფაილის ტიპები

სასურველია ფაილები გამოგვიგზავნოთ PDF ფორმატით (დიდი მოცულობის PDF ფაილებისთვის გთხოვთ გამოიყენოთ ZIP ან RAR). თუ გვერდებს სხვადასხვა ფაილებად აგზავნით დარწმუნდით, რომ თითოეულ ფაილს აქვს კონრეტული სახელი. PDF ფაილების შექმნა შეგიძლიათ ჩვენი გრაფიკული რედაქტორით - სწრაფად და მარტივად. ასევე შეძლებთ გამოიყენოთ საკუთარი სურათები ( ) და გრაფიკული ფაილები. შეთავაზებას ჩვენი გრაფიკული რედაქტორის გამოყენებაზე მიიღებთ შეკვეთის პროცესის დაწყებისთანავე. გქონდათ რაიმე სახის შეკითხვა ან პრობლემა ჩვენი გრაფიკული რედაქტორის გამოყენებისას? თუ კი, მაშინ დაგვიკავშირდით და სიამოვნებით დაგეხმარებით.

HappyPrinting არ მუშაობს ფაილებთან, რომლებიც შექმნილია შემდეგი პროგრამების გამოყენებით: Powerpoint, Word ან Microsoft Office .

 

HappyPrinting არ არის პასუხიმგებელი არასასურველ შედეგზე გაუმართავი საბეჭდი ფაილის შემთხვევაში. იგულისხმება არასწორად დაწერილი ტექსტი, არასწორი ფერები ან ფერების გადასვლა, ბადეები, გრადიენტი და სხვა. გთხოვთ გაეცნოთ ჩვენს ზოგად წესებს.