100% ბედნიერებას
მომსახურება, ხარისხი და სწრაფი მიწოდება. HappyPrinting-ში ჩვენ არ ვჩერდებით, სანამ 100% კმაყოფილი არ დარჩებით.
ჩვენი მისიაა დავეხმაროთ მომხმარებლებს წინსვლაში, რეკლამის შექმნაში. სწორედ ამიტომ, შევქმენით მარტივი ონლაინ ბეჭდვის პლატფორმა. ჩვენ ვბეჭდავთ, თქვენ იღიმით! We print, you smile!
ჩვენ გვიყვარს ბეჭდვა
შეუკვეთეთ ჩვენთან ონლაინ რეჟიმში
არ აქვს მნიშვნელობა რისი დაბეჭდვა გსურთ, ჩვენ მას რეალობად ვაქცევთ. ჩვენი გუნდი, რომელიც დაკომპლექტებულია ბეჭდვის ექსპერტებით,უზრუნველყოფს ხარისხიან მომსახურებას. ჩვენ საუკეთესო ფასად გთავაზობთ მაღალი ხარისხის ბეჭდური და სარეკლამო პროდუქციის ფართო არჩევანს. ჩვენ გამოვირჩევით პერსონალურ მომსახურებაზე ორიენტირებით, დაბალი ფასებითა და სწრაფი მიწოდების სერვისით.
„Happyprinting“ -ის შესახებ
„HappyPrinting“ დაარსდა 2017 წელს იმ ხედვით, რომ ინტერნეტის საშუალებით ბეჭდვის შეკვეთა უფრო და უფრო გაიზრდებოდა. ჩვენ შევქმენით მოსახერხებელი ონლაინ ბეჭდვის პლატფორმა, სადაც ინტერნეტის საშუალებით შეგიძლიათ შეუკვეთოთ ყველა თქვენთვის საჭირო დასაბეჭდი და სარეკლამო პროდუქცია. მიიღეთ მყისიერი ინფორმაცია ფასის შესახებ, ატვირთეთ თქვენი დასაბეჭდი ფაილები ან შექმენით თქვენი დიზაინი ონლაინ და შეუკვეთეთ ყველა დასაბეჭდი პროდუქცია ერთ სივრცეში.
„HappyPrinting“ საქართველო არის ადგილობრივი ბეჭდვითი კომპანია,რომელიც წარმოადგენს HappyPrinting-ის გლობალური ქსელის ნაწილს, რაც გულისხმობს ერთნაირი ონლაინ ბეჭდვის პლატფორმას, მარკეტინგსა და ინოვაციას.
ადგილობრივი პროდუქცია
HappyPrinting- ის ყველა პროდუქტი ადგილობრივად იწარმოება საქართველოში . ჩვენ ვფლობთ და ვოპერირებთ უახლესი ციფრული პრინტერებით, ოფსეტური პრესებით, ფართო ფორმატის პრინტერებითა და ბეჭდვის დასრულებისთვის საჭირო მოწყობილობებით : ყველაფერი, რაც საჭიროა თქვენთვის საჭირო ბეჭდვითი მომსახურებისთვის.
ადგილობრივი ბეჭდვით ჩვენ გარანტიას გაძლევთ, რომ გაგიწევთ მომსახურებას, სწრაფად, მინიმალური ტრანსპორტირების ღირებულებითა და დაბალი ნახშირბადის ნაკვალევით . გარდა ამისა, ადგილობრივი წარმოებით ჩვენ ვუჭერთ მხარს ადგილობრივ ეკონომიკას და ვქმნით ახალ სამუშაო ადგილებს.
პერსონალური მომსახურება
თუ თქვენ გაქვთ შეკითხვები, გთხოვთ დაგვიკავშირდეთ და გაეცნოთ თქვენს პირად შეკვეთების მენეჯერს. ჩვენი მომხმარებელთან ურთიერთობის ჯგუფი მოიცავს პროფესიონალებს, რომელთაც აქვთ უამრავი ცოდნა და გამოცდილება გრაფიკული და ბეჭდვითი ინდუსტრიის სფეროში. ჩვენ ვართ აქ, რათა დაგეხმაროთ მიიღოთ თქვენთვის საჭირო ნებისმიერი ბეჭდვითი მომსახურება და დარწმუნდეთ, რომ თქვენი შეკვეთები იწარმოება დიდი მზრუნველობით, დეტალებზე ყურადღების მიქცევითა და დროული მიწოდებით.
გლობალური ქსელი
„Happyprinting“ საქართველო არის ადგილობრივი ბეჭდვითი კომპანია,რომელიც წარმოადგენს Happyprinting -ის გლობალური ქსელის ნაწილს, რაც გულისხმობს ერთნაირი ონლაინ ბეჭდვის პლატფორმას, მარკეტინგსა და ინოვაციას, აგრეთვე იმ ცოდნის გაზიარებას,რომელიც საჭიროა ონლაინ ბეჭდვის პლატფორმის ეფექტურად წარმართვისთვის. ამ გზით ჩვენ შეგვიძლია შევთავაზოთ მომხმარებლებს უკეთესი მომსახურება დაბალ ფასად.
„Happyprinting“ სწრაფად იზრდება და ამჟამად აქტიურია შვიდ ქვეყანაში: ნიდერლანდებში, ესპანეთში, ბულგარეთში, ნორვეგიაში, ახალ ზელანდიაში, ფილიპინებსა და იაპონიაში. თუ ხართ დაინტერესებული შემოგვიერთდეთ, გთხოვთ დაგვიკავშირდეთ.
მდგრადი განვითარება
ქვეყანაში წარმოების საშუალებით ჩვენ ვამცირებთ საერთაშორისო ტრანსპორტირების საჭიროებას და ნახშირბადის ნაკვალევს. მსოფლიოში ტყეებისა და ჯანსაღი საცხოვრებელი გარემოს დასაცავად წვლილის შეტანის მიზნით, ჩვენ ასევე გთავაზობთ FSC სერტიფიცირებულ ქაღალდის ტიპებს. FSC სისტემა უზრუნველყოფს, რომ მსოფლიოს ტყეები იყოს შენარჩუნებული, მის დაცვაზე პასუხისმგებლობის აღებითა და მართვის გზით.
ჩვენ მხედველობაში ვიღებთ იმ გარემოს, სადაც ვბეჭდავთ. ვაგროვებთ შეკვეთებს და ოპტიმიზაციას ვაძლევთ ქაღალდის, მელნის და ლითოგრაფიის ფირფიტების გამოყენებას. ჩვენ გვაქვს "არა დანაკარგის" პოლიტიკა, რომელიც იწყება ვებ – მაღაზიაში შექმნილი და ატვირთული ყველა ბეჭდვითი ფაილის უფასოდ შემოწმების გზით, რათა ვუზრუნველყოთ უნაკლო წარმოება მინიმალური დანაკარგით.
„Happyprinting“-თან ერთად თქვენ იღებთ
100% ბედნიერებას
მომსახურება, ხარისხი და სწრაფი მიწოდება. HappyPrinting-ში ჩვენ არ ვჩერდებით, სანამ 100% კმაყოფილი არ დარჩებით.
უფასო მიტანის სერვისი
არავითარი დამალული ღირებულება! Happyprinting-ის ყველა სახის პროდუქციის მიტანა არის უფასო.
უფასო დოკუმენტის შემოწმება
არ იცით თქვენი ფაილები არის თუ არა მზად დაბეჭდვისთვის? არ იდარდოთ! ჩვენ ვამოწმებთ ყველა ფაილს.
პერსონალური სერვისი
პირისპირ, ტელეფონით ან ელექტრონული ფოსტით. ჩვენი მომხმარებელთა მომსახურების სერვისი მზადაა დაგეხმაროთ!
უფასო დიზაინის შაბლონები
შექმენით თქვენი საკუთარი დიზაინი ჩვენი ონლაინ რედაქტორის საშუალებით, აირჩიე უამრავი დიზაინის შაბლონი.
სწრაფი მიწოდება
ჩქარობთ? გჭირდებათ სწრაფი მიწოდება? არ იდარდოთ, ჩვენ ამას ვუზრუნველყოფთ !
როგორ გვაფასებენ ჩვენი მომხმარებლები
"მე აღტაცებული ვარ Happyprinting- ის კლიენტთა სერვისით. გუნდი ძალიან ყურადღებიანი იყო და თავდაუზოგავად მუშაობდა იმისათვის, რომ დაემზადებინათ ჩემი სავიზიტო ბარათები!"
ლუკა ბერიძე
"პროფესიონალური და ეფექტური! Happyprinting- ს აქვს უმაღლესი დონის მომხმარებელთა მომსახურება და პროდუქცია. ისინი გაწვდიან ფლაერებს ძალიან დაბალ ფასად!"
მარიამ მებურიშვილი